ხიდის აფეთქების შემდეგ სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი მხოლოდ ერთი გზა დარჩა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს, რის შემდეგაც ქალაქთან დამაკავშირებელი მხოლოდ ერთი გზა რჩება.
ამის შესახებ ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა.
მისი განცხადებით რუსეთის შეიარაღებული ძალები განუწყვეტლივ ბომბავენ ქალაქთან დამაკავშირებელ გზებს, ჰაიდაის განცხადებით ქალაქისთვის ბრძოლაში 2-3 დღე გადამწყვეტი იქნება.
საუბარია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დამაკავშირებელ ხიდზე, რომელიც მდინარე სივერსკი დონეცს კვეთს და რომლის გამოყენებითაც ხდებოდა ევაკუაცია. ჰაიდაის თქმით, ხიდის აფეთქების შემდეგ ქალაქიდან ევაკუაცია მნიშვნელოვნად გართულდება.
სევეროდონეცკში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც, მისი თქმით ქალაქში ძალიან რთული მდგომარეობაა, თუმცა უკრაინელები მებრძოლები ქალაქის თითოეული მეტრისთვის იბრძვიან.
სევეროდონეცკი ლუჰანსკის ოლქის ბოლო მსვილი ქალაქია, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. ამ დროისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების ობლასტის 95%-ზე მეტს აკონტროლებენ, მათ შორის სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსების ხელშია სევეროდონეცკის 70%-იც.