კიევში აზოვის "პოლკის ქუჩა" გაჩნდება
15 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, Kyiv Digital აპლიკაციაში ჩატარდა კენჭისყრა უკრაინის დედაქალაქის ქუჩების, მოედნებისა და შესახვევების სახელის გადარქმევის მიზნით, რომელთა ამჟამინდელი სახელები ასოცირდება საბჭოთა კავშირთან ან რუსეთთან.
კიევის საკრებულომ კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა.
კენჭისყრაში კიევში მდებარე 296 ობიექტი, ქუჩა, ჩიხი და მოედანი მონაწილეობდა. საკრებულოს ინფორმაციით, სულ 6.5 მილიონი ხმის მიცემა დაფიქსირდა.
კენჭისყრის შედეგები კიევის საკრებულოს სახელდების კომისიას გადაეცემა. შემდგომში, ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, კიევის საკრებულოს დეპუტატები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ქალაქის ობიექტების სახელის გადარქმევის შესახებ.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მოსკოვსკაიას ქუჩას შეიძლება ეწოდოს კნიაზ ოსტროჟსკის ქუჩა, ლევ ტოლსტოის ქუჩას - უკრაინელი გმირების, ლევ ტოლსტოის მოედანს - სტაროკიევსკაიას, მარშალ იაკუბოვსკის ქუჩას - მარიუპოლის გმირების, მარშალ მალინოვსკის ქუჩას - აზოვის პოლკის გმირების.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მოსკოვსკაიას ქუჩას შეიძლება ეწოდოს პრბაგრატიონის ქუჩა შეიძლება ეწოდოს უკრაინელი ფოტოჟურნალისტის მაკ ლევინის ქუჩა, რომელიც სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა III ხარისხის ორდენით "გამბედაობისთვის". ლევინირუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ თვეში გარდაიცვალა.