კიევის თავზე უახლესი რუსული დრონი ჩამოაგდეს
კიევში, პოდოლსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
გერაშენკოს თქმით, ხორივის ქუჩაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც "ლითონის ბურთებით სავსე რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება (პლასტიდები) გადაჰქონდა".
"როგორც ჩანს, ეს იყო 'კუბის' მოდელის კამიკაძე დრონი, რომელმაც კონსტრუქტორებისა და ოპერატორის არაპროფესიონალიზმის გამო დაკისრებული დავალება ვერ შეასრულა. ტექნიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მას მხოლოდ 3 კგ-მდე ტვირთის გადატანა შეუძლია." - წერს მინისტრის მრჩეველი.
რუსული მედია სამხედროების მიერ უახლესი უპილოტო საფრენი აპარატის - 'კუბის' გამოცდის შესახებ 2019 წელს წერდა.