კიევში რუსეთის სარაკეტო შეტევასას Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა დაიღუპა
კიევში რუსეთის სარაკეტო შეტევისას The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა დაიღუპა. გამოცემის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი კიევის ერთ-ერთ უბანში დაბომბილი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სარედაქციო დავალებას ასრულებდა, რა დროსაც კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა დაიწყო.
Insider-ამდე ბაულინა ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდში მუშაობდა და კრემლის მიერ ორგანიზაციის ექსტრემისტად გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
გარდაცვალებამდე ოქსანა ბაულინამ რედაქციისთვის რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა კიევიდან და ლვოვიდან.