კიევში უკრაინა-რუსეთის მეგობრობის მონუმენტი აიღეს

კიევში უკრაინისა და რუსეთის მეგობრობის მონუმენტი აიღეს, რომელიც 2001 წლის აგვისტოში დაიდგა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საკრებულოს წევრი ალინა მიხაილოვა ავრცელებს.

"მეგობრობა არ გულისხმობს მკვლელობას, ტყუილს და მიტაცებას. მეგობრობა, თუ ოდესღაც არსებობდა, დასრულდა სევასტოპოლის, დონეცკის და ლუგანსკის ოკუპაციით," - განაცხადა მიხაილოვამ.

"გრანიტის ეს ნაჭერი კიევში აღარ არის და ეს ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა," - დასძინა მან.

მონუმენტი ტოტალიტარიზმის მუზეუმის ექსპონატი გახდება.

დეპუტატის თქმით, კიევში რუსეთთან დაკავშირებული სხვა ძეგლებიც იგივე ბედს გაიზიარებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები