კიევთან Fox News-ის ჟურნალისტი დაჭრეს

Fox News-ის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი კიევთან, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაშუქებისას დაიჭრა. ამის შესახებ Fox News-ის წამყვანმა ჯონ რობერტსმა განაცხადა.

"ფოქს ნიუსის ჟურნალისტი კიევის მახლობლად გაშუქებისას დაჭრეს", - თქვა რობერტსმა.

ჟურნალისტის დაჭრის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამაც დაწერა. მისი თქმით, ჰოლმა ორივე ფეხის მოტეხილობა მიიღო და ახლა ის რეანიმაციაშია. მან ასევე აღნიშნა, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეტანილია წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში.

 

 

მსგავსი სიახლეები