კიევთან ტრაქტორის მძღოლი რუსულ ნაღმზე აფეთქდა
კიევის ოლქის ბუჩანსკის რაიონის სოფელ ანდრეევკაში ტრაქტორის მძღოლი რუსულმა ნაღმზე აფეთქფა. ამის შესახებ სამხარეო პოლიციის პრესსამსახური ფეისბუქზე იტყობინება.
"მაკაროვთან ახლოს, სოფელ ანდრეევკაში, ტრაქტორის მძღოლი მინდორში შევიდა საველე სამუშაოების ჩასატარებლად და ოკუპანტების მიერ დატოვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს წააწყდა. საბედნიეროდ, 37 წლის მძღოლი აფეთქების მიუხედავად, მძიმე დაზიანებებს გადაურჩა." - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ერთი აუფეთქებელი ნაღმი სამართალდამცავებმა დაზიანებული ტრაქტორის ბორბლების ქვეშ იპოვეს.
პოლიციამ რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ საველე გზებს დეოკუპირებულ ტერიტორიებზე და საეჭვო ობიექტების შესახებ შეატყობინონ.