კიევზე შეტევა შეჩერებულია, ოკუპანტების დანაყოფებს პრობლემები აქვთ - Reuters
რუსეთის სამხედრო სვლა კიევში შენელებულია, რუსულ დანაყოფები განიცდიან სერიოზულ პრობლემებს ლოჯისტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის ფიქსირდება საკვების და საწვავის ნაკლებობა. დანაყოფების დიდი ნაწილი განიცდის მძიმე პრობლემას საბრძოლო სულისკვეთებასთან და მორალთან დაკავშირებით.
ამის შესახებ, ინფორმაციას სააგენტო Reuters აშშ-ის თავდაცვის უწყებაში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს, მოუწოდა დატოვონ სახლები.
ბოლო ორი დღის განმავლობაში სააერტილერიო ცეცხლი და არადისკრიმინაციული დაბომბვების რაოდენობა გაიზარდა ხარკოვში. დიდი ალბათობით ადგილი აქვს რუსეთის არმიის მხრიდან ტაქტიკის ცვილელებას ამის მიზეზი კი პირველ დღეების განმავლობაში განცდილი წარუმატებლობაა.
გუშინ, 28 თებერვლის ღამით გავრცელდა, თანამგზავრული ფოტოები, რომლებზეც ოკუპანტების დაახლოებით 64 კილომეტრიანი კოლონაა აღბეჭდილი.
"ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც კიევის ჩრდილოეთით შეტევა შენელდა ის არის, რომ რუსები გადაჯგუფების და ტაქტიკის გადააზრების პროცესში არიან, ისინი ცდილობენ გადაეწყონ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ დროისთვის მდგომარეობით აქვთ",- ამბობს პენტაგონის მაღალჩინოსანი.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა არის ზუსტი მიზეზი, მაგრამ ზემოთაღნიშნული 64 კილომეტრიანი სამხედრო კოლონა ჯერჯერობით შეჩერებულია და წინ არ მიიწევს.
"რუსეთი გაკვირვებულები არიან, სამხედროებში გამოკვეთილი საბრძოლო სულისკვეთებთან დაკავშირებული პრობლემებით. მაღალი ალბათობით, ისინი არ ელოდნენ უკვე გამოვლენილ არც ლოჯისტიკურ პრობლემებს".
დაახლოებით ერთი საათის წინ, კიევში დაიბომბა კიევის სატელევიზიო ანძის მიმდაბარე ტერიტორია. ჭურვების ნაწილი ბაბი იარის ებრაელ მსხვერპლთა მემორიალურ სასაფლაოზე ჩამოვარდა.
დაბომბვას შეეწირა სულ ცოტა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაცია ამის შესახებ დაადუსტურა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.
რუსეთმა უკრაინას ომი 24 თებერვალს გამოუცხადა, ომის პირველი ექვის დღის განმავლობაში უკრაინაში ჩამოვარდა სულ ცოტა 400 რაკეტა. ჯერჯერობით ოკუპანტებმა ვერ აიღეს ვერცერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი, ჯერჯერობით ოკუპანტები სრულად ვერ აკონტროლებენ უკრაინის ცასაც.
ყველაზე მეტად ოკუპანტების შეტევა სამხრეთ ფლანგიდან არის დაწინაურებული.