კიმ ჩენ ინის და: მუდამ ერთ სანგარში ვიქნებით რუსეთის არმიასა და ხალხთან ერთად

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის და, კიმ იო ჯონგი უკრაინაში მიმდინარე ომს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩრდილო კორეელები მუდამ რუსეთს დაუჭერენ მხარეს

"მუდამ ერთ სანგარში ვიქნებით, რუსეთის არმიასა და რუს ხალხთან ერთად",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებას ეხმაურება. 

"ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი შეიარაღება, რომლითაც ამაყობს აშშ და დასავლეთი სრულად დაიწვება და გადაიქცევა ჯართად, რუსეთის გმირი ჯარისა და გმირი ხალხის უდრეკი საბრძოლო სულისკვეთების წინაშე",- წერს კიმ იო ჯონგი. 

კონტექსტი 

აშშ-ს დაზვერვა და დასავლური პრესა გასულ თვეებში იტყობინებოდა, რომ საარტილერიო ჭურვების ნაკლებობის ფონზე, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან საბრძოლო მასალის შეძენას ცდილობს. ამ დრომდე უცნობია შედგა თუ არა შეთანხმება და მიიღო თუ არა რუსეთმა ჩრდილო-კორეული წარმოების ჭურვები. 

კიმ იო ჯონგი ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს. 

მსგავსი სიახლეები