კიმ ჩენ ინმა კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოების დაწყების ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოების დაწყების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ Sky news კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ საჭიროა რაც შეიძლება მალე შექიმნას მასობრივი წარმოების სისტემა და ჩრდილოეთ კორეა გადავიდეს დრონების სრულმასშტაბიან მასობრივ წარმოებაზე.

ნატოს ცნობით, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო ტექნოლოგიებს გადასცემს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც "რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" რატიფიცირება მოხდა.

ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ჩრდილოეთ კორეამაც მოახდინა.

სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უახლესი მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალი, რომლებიც ადრე რუსეთში გაგზავნეს, კურსკის რეგიონში იმყოფება და უკრაინის არმიის წინააღმდეგ იბრძვის.

მსგავსი სიახლეები