კირბი: რუსეთი მასიური სარაკეტო დარტყმისთვის ყირიმის ხიდის აფეთქებამდე ემზადებოდა

რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმებს გეგმავდა, რომელიც მან 10 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე აფეთქებამდეც განახორციელა. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ CNN-ის ეთერში 10 ოქტომბერს განაცხადა.

"ეს იყო ალბათ ის, რასაც ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. ახლა შეუძლებელია იმის თქმა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებას შეეძლო მათი გეგმის დაჩქარება", - თქვა კირბიმ.

მისი თქმით, ვაშინგტონი უკრაინის წარმომადგენლებთან თითქმის ყოველდღიურ კონტაქტშია და კიევის თხოვნებს "დადებითად" პასუხობს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შემდგომ [სამხედრო დახმარების] პაკეტებში, რომ დავაკმაყოფილოთ ეს საჭიროებები", - თქვა სპიკერმა.

10 ოქტომბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს კრემლმა ჯერ კიდევ 2 და 3 ოქტომბერს დაავალა, მოემზადებინათ მასიური სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. სამიზნეები იყო კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და უკრაინის ქალაქების მჭიდროდ დასახლებული ცენტრალური უბნები.

მსგავსი სიახლეები