კირბი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ბელორუსში განთავსების ნიშნები ჯერ არ არსებობს
ჯერჯერობით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი ბელორუსის ტერიტორიაზე გადაიტანა. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ CBS-ის ეთერში 26 მარტს განაცხადა.
"ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მან შეასრულა ეს დაპირება ან გადაიტანა ბირთვული იარაღი. ფაქტობრივად, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი, რომ ის აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე", - თქვა მან.
კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება დაიწყოს, ბირთვული ომს გამარჯვებული არ ეყოლება და ეს იქნება "მნიშვნელოვანი ხაზის" გადაკვეთა.
"ასევე გეტყვით, რომ ჩვენ ომის დაწყებიდან ყოველდღიურად ვაკვირდებით მოსკოვიდან მომდინარე რიტორიკას, რომ ჩვენ არაფერი გვინახავს, რაც გვაიძულებს ჩვენი სტრატეგიული შეკავების პოზიციის შეცვლას", - აღნიშნა მრჩეველმა.