კირილენკო: რუსები მარიუპოლისთვის ბრძოლისთვის ემზადებიან
რუსი დამპყრობლები დონეცკის ოლქში მარიუპოლისთვის ბრძოლისთვის ემზადებიან, ქალაქთან ახლოს მათი სამხედრო ნაწილების მობილიზება შეინიშნება.
ამ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო, უკრაინის ეროვნული ტელემარეთონის ეთერში ავრცელებს.
"ისინი ამისთვის ემზადებიან. მათ ესმით ფრონტზე არსებული ტენდენციები. აშკარა ტენდენციაა უკრაინის მთელი ტერიტორიის: ხარკოვის ოლქის, დონეცკის ოლქის, ხერსონის ოლქის დეოკუპაციისკენ. მტერს ეს კარგად ესმის", - განაცხადა კირილენკომ.
მისი თქმით, ახლა რუსები კონცენტრირებულნი არიან ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე, რათა "ერთგვარი გამარჯვება მაინც" მიიღონ და პროპაგანდისთვის გამოიყენონ.
12 ნოემბერს მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსული ტექნიკის და სამხედრო პერსონალის რაოდენობის ზრდა შეინიშნება.