კისინჯერი: რუსეთთან მოსალაპარაკებლად უკრაინამ ტერიტორიები არ უნდა დათმოს

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ზავის მისაღწევად რუსეთმა უნდა დათმოს ის ტერიტორიები, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ დაიკავა. ამის შესახებ ჰენრი კისინჯერმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა

"უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ დაიწყებს მოლაპარაკებებს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინა ომის დაწყების დღეს აკონტროლებდა. აქ რაზე შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება? იმაზე, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ის ტერიტორიები, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ დაიკავა", - ამბობს კისინჯერი. 

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, აუცილებელია იმგვარი პირობების მიღწევა, რომელსაც რუსეთი ვერანაირ გარემოებებში ვეღარ დაარღვევს. 

ჰენრი კისინჯერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სტუმრობის დროსაც ისაუბრა. მაშინ კისინჯერმა განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი იქნება უკრაინა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. 

კისინჯერმა გერმანულ მაუწყებელთან საუბარში ჩინეთისა და აშშ-ს დაპირისპირებაზეც ისაუბრა - მისი თქმით, ამერიკა წარუმატებელი იქნება თუ ჩინეთთან მუდმივი კონფრონტაციის ფაზაში დარჩება. 

მსგავსი სიახლეები