კლევერლი მარცვლეულის საკითხზე: პუტინი მიხვდა, რომ საკუთარ თავს ზიანი მიაყენა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, "მარცვლეულის შეთანხმებაში" რუსეთის მონაწილეობის აღდგენის შესახებ. მან თავისი მოსაზრება 2 ნოემბერს Twitter-ზე დაწერა.
"პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება. მან გააცნობიერა, რომ თავი დაიზიანა უკრაინის პორტების ჩაკეტვით, სადაც გემები შესვლას ვერ ახერხებდნენ, მსოფლიოს გამოსაკვებად საჭირო მარცვლეულის ჩასატვირთად.
"მარცვლეულის ინიციატივა" ახლავე უნდა გაგრძელდეს, რუსეთისგან, შემდგომი დაბრკოლების გარეშე", - დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კონტექსტი
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი განაახლებს სევასტოპოლში რუსეთის ფლოტზე თავდასსხმის შემდეგ, შეჩერებული "მარცვლეულის შეთანხმების" განხორციელებას.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მათ "შეძლეს უკრაინისგან აუცილებელი წერილობითი გარანტიების მიღება ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად გამოუყენებლობის შესახებ".
შავ ზღვაში "მარცვლეულის დერეფნის" აღდგენის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც განაცხადა.