კლიჩკო: დედაქალაქში რუსული ჯარები არ არიან
უკრაინის დედაქალაქი აგრძელებს ფრონტის ხაზის დაცვას, კიევში რუსეთის საოკუპაციო ჯარები არ არის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მერმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო, სამართალდამცავი და ტერიტორიული დაცვა აგრძელებს დივერსანტების იდენტიფიცირებას და განეიტრალებას.
"ღამით იყო შეტაკებები, განადგურდა რამდენიმე მსხვილი დივერსიული ჯგუფი. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ხვალ დილამდე კომენდანტის საათია გამოცხადებული. გთხოვთ არ გამოხვიდეთ ქუჩაში." - წერს კლიჩკო.
კლიჩკოს თქმით, 24 თებერვლიდან კიევში ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვი. ასევე 18 სამხედრო და ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლი. დაშავდა 106 ადამიანი, მათგან 47 მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.