კლიჩკო: ეს სისხლიანი ომია, მე ვიბრძოლებ
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 24 თებერვალს ბრიტანული ტელევიზია ITV-ის ეთერში განაცხადა, რომ ის უკრაინას იარაღით ხელში დაიცავს.
"ეს უკვე სისხლიანი ომია", - განაცხადა კიევის მერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის მშვიდობიანი სახელმწიფო იყო, მაგრამ ახლა მისი მოქალაქეები იძულებულნი არიან თავი დაიცვან.
კითხვაზე, მზად არის თუ არა იარაღი აიღოს ხელში სამშობლოს დასაცავად, მან თქვა: "არჩევანი არ მაქვს, ეს უნდა გავაკეთო. დიახ, მე ვიბრძოლებ!"
ვიტალი კლიჩკომ და მისმა ძმამ, ვლადიმირმა გუშინ ერთობლივი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს, რომელშიც მათ უკრაინაში რუსეთის მორიგ შეჭრას მთელი ევროპისთვის ტრაგედია უწოდეს და საერთაშორისო პარტნიორებს რუსული აგრესიის შეჩერებისკენ მოუწოდეს.