კლიჩკო: გერმანიის მოქალაქეებმა უკრაინას 100 მილიონი ევრო შესწირეს
გერმანულმა ბიზნესმა და მოქალაქეებმა უკრაინისთვის 100 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს, განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მან ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ძმა ვლადიმირი გერმანიას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"100 მილიონ ევროზე მეტი გერმანული ბიზნესისგან და გერმანიის მოქალაქეებისგან, რომლებსაც ჩვენ მივმართეთ კიევის, უკრაინისა და მისი დამცველების მხარდასაჭერად! თანხა და ტონობით ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა, კერძოდ, გერმანული ტელევიზიის ერთ-ერთი გადაცემის წყალობით", - წერს ვიტალი კლიჩკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძმასთან ერთად აგრძელებს უკრაინისთვის დახმარების მოზიდვას.
"მე და ჩემი ძმა გულწრფელად მადლიერი ვართ ყველასი, ვინც დღეს მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დამცველებს, უკრაინელ ხალხს! და ვაგრძელებთ დახმარების მოზიდვას, სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია." - აღნიშნა კიევის მერმა.