კლიჩკო: კიევში მარადიორები გაფრთხილების გარეშე განეიტრალდებიან

ომის პირობებში კიევში მარადიორები გაფრთხილების გარეშე განეიტრალდებიან. ამის შესახებ 28 თებერვალს, Telegram-ზე დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაწერა.

"ქალაქი ცხოვრობს ახალ პირობებში - საომარი მდგომარეობისა და მუდმივი საფრთხის პირობებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ომის კანონების მიხედვით მარადიორები გაფრთხილების გარეშე განეიტრალდებიან!" - წერს კლიჩკო.

მან კიევის მოსახლეობას მოუწოდა, სამართალდამცავებს აცნობონ ქალაქში საეჭვო ადამიანებისა და მძარცველების შესახებ.

"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ისე, როგორც არასდროს - მოვიგერიოთ ურდოს პროვოკაცია ქალაქში, რომელიც აქ შემოჭრას ჩქარობს! სამხედროები, სამართალდამცავები, ტერიტორიული თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქალაქის დასაცავად! დავდგეთ ერთად! დიდება უკრაინას!", - განაცხადა კლიჩკომ.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს უკრაინული ჯარები სრულად აკონტროლებენ.

მსგავსი სიახლეები