კლიჩკო: კიევში რუსებმა ორი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს
15 ნოემბერს რუსმა დამპყრობლებმა რაკეტებით კიევი დაბომბეს, რამდენიმე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებსაც მოხვდა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს.
"წინასწარი ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა. კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. დაბომბვის ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები და მაშველები. უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით", - წერს ის.
აფეთქებების წინ მთელ უკრაინაში განგაში გამოცხადდა.
კიევის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ და პოლტავას რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა თქვეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობენ.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ, თავის Telegram-ზე დაბომბვის ადგილიდან ვიდეო გამოაქვეყნა.