კოფმანი: კიევთან აეროპორტი სავარაუდოდ 31-ე სადესანტო ბრიგადამ დაიკავა

 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტი მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ კიევთან მდებარე ანტონოვის აეროპორტი რუსეთის გვარდიის 31-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადამ დაიკავა.

CNN-ის ინფორმაციით, რუსმა მედესანტეებმა უკრაინის დედაქალაქთან 25 კმ-ში მდებარე აეროპორტი დაიკავეს.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი საოკუპაციო ძალებისთვის კიევთან ახლოს "საჰაერო ხიდის შექმნას" ცდილობს.

რუსეთის გვარდიის 31-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადა ცენტრალური რუსეთის ქალაქ ულიანოვსკშია ბაზირებული. 

ამ ქვედანაყოფის ნაწილები მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის მეორე ომში და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში.

სავარაუდოდ, ბრიგადის ნაწილები ასევე მონაწილეობდნენ 2014 წელს ყირიმის ანექსიის ოპერაციაში, როცა მედესანტეებმა ყირიმის პარლამენტი აიღეს.

მსგავსი სიახლეები