კოფოდი: პუტინი პატარა კაცია, ის უკრაინასთან ომს ვერ მოიგებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთი წააგებენ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ 1 სექტემბერს, კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა.

კოფოდის თქმით, დანია ხედავს, რომ უკრაინამ ჩაშალა რუსეთის გეგმები.

"[ომის] შემდეგი ეტაპი ფოკუსირებული იქნება, რომ რუსეთი დამარცხდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს, რის გამოც ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და მათ წვრთნას", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კიევის მახლობლად რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლებული ბუჩას მონახულებამდე კოფოდმა აღნიშნა: "შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ამდენი საშინელი დანაშაულის ჩადენის ბრძანება გასცეს".

"დანია გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულების გამოძიებას და აღრიცხვას, უკრაინას იარაღით დახმარებას და ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოსთვის იმის ჩვენებას, თუ რას აკეთებს რუსეთი აქ", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები