კოლუმბია ქვეყნის მთავარ ნარკობარონს აშშ-ს გადასცემს

 

კოლუმბიელმა სამართალდამცავებმა მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შედეგად ცნობილი ნარკობარონი დაირო ანტონიო უსუგა დააკავეს.

უსუგა, რომელიც ოტონიელის სახელითაა ცნობილი, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტასთან მდებარე სამხედრო ბაზაში გადაიყვანეს. მას ამერიკაში ექსტრადიცია ელის.

კოლუმბიის სახელგავარდნილ ნარკობარონს აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია 2003-2014 წლებში ქვეყანაში 73 ტონა კოკაინის შეტანაში სდებს ბრალს. ის ასევე ეჭვმიტანილია სამართალდამცავების მკვლელობის ორგანიზებასა და ბავშვთა შრომის ექსპლუატაციაში.

ოტონიელი გასულ შაბათს პანამის საზღვართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა 500 სამხედრო და 22-მდე ვერტმფრენი.

კოლუმბიის პოლიციის ცნობით, ოტონიელი კონსპირაციულ ბინებში ცხოვრობდა და კომუნიკაციისთვის მხოლოდ შიკრიკებს იყენებდა.

მსგავსი სიახლეები