Коммерсантъ: ექსპორტის შეჩერების გამო რუსეთში ტყვიის ქარხნები დახურვის პირასაა
ექსპორტის სრულად შეჩერების გამო რუსული ტყვიის საწარმოები დახურვის პირასა, ქარხნებს პროდუქციის ორთვიანი მარაგი აქვთ. ამის შესახებ რუსული გამოცემა Коммерсантъ 7 ივნისს თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ ნედლი ტყვიის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მარტში შეწყდა ლოჯისტიკისა და ბანკთაშორისი ანგარიშსწორების პრობლემების გამო, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების ფონზე.
ივნისიდან სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირში რუსეთიდან ლითონის იმპორტის სრული აკრძალვა ამოქმედდება.
გარდა ამისა, ავტო ინდუსტრიის თითქმის სრულად გაჩერების შემდეგ რუსეთში შიდა მოთხოვნა შემცირებულია.
ექსპორტის აღმოსავლეთში, კერძოდ ჩინეთში გადამისამართებას, შეიძლება თავისი სირთულეები ჰქონდეს. ანალიტიკოსების აზრით, რადგან ტყვიის ქარხნების უმეტესობა მდებარეობს ცენტრალურ რუსეთში და ლოჯისტიკასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება.