კონგრესმა დროებითი ბიუჯეტი მიიღო, პროექტი უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო დროებითი, 45-დღიანი ბიუჯეტი, თუ დოკუმენტს სენატიც დაუჭერს მხარს ფედერალური მთავრობის საქმიანობა ამ პერიოდში არ შეჩერდება.
დოკუმენტი მოიცავს თანხებს სტიქიური უბედურებების შედეგებთან გასამკლავლებლად, მაგრამ არ მოიცავს უკრაინის დახმარების პაკეტს.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე მას სენატის დამტკიცება დაჭირდება, სადაც დემოკრატებს მინიმალური უმრავლესობა აქვთ. ბიუჯეტი წინა ვერსიებში სენატის წარმომადგენლები დოკუმენტში უკრაინისთვი 6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვდნენ.
პროექტს ასევე დასჭირდება პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობაც.
კონტექსტი
ბოლო კვირებში აშშ-ს ორივე პალატაში ცდილობენ დროებითი ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმებას, რაც ფედერალურ მთავრობას, თუმცა მაღალი ალბათობით ე.წ. Shotdown მაინც გარდაუვალია.
პრეზიდენტმა ბაიდენმა მიმდინარე წელს უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარი ითხოვა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წევრები, მათ შორის სპიკერი კევინ მაკკარტიც, დამატებითი თანხების გამოყოფის წინააღმდეგ გამოდიან.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-მ ჯამურად უკრაინას 45 მილიარდი დოლარის მოცულებულის სამხედრო, მაკროფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.