კოსოვოში სერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკებებია - დაშავებული 11 ჯარისკაცი

კოსოვოს ქალაქ ზვეჩანში ეთნიკურ სერბებსა და KFOR-ის (ნატოს მეთაურობის ქვეშ მოქმედი საერთაშორისო ძალები) დანაყოფებს შორის შეტაკებებია. არსებული მონაცემებით დაშავებულია 3 სერბი. 

მომხდარს გამოეხმაურა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანიც - მისი თქმით დაშავებულია KFOR-ის 11 იტალიელი სამხედრო მოსამსახურე. 

შეტაკებებს წინ უძღოდა აქციის მონაწილეების მიერ კოსოვოს სპეცრაზმის 3 ავტომობილის ბლოკილერება - კოსოვოს პარლამენტში ეთნიკური სერბების პარტიის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა KFOR-ის წარმომადგენელი, თუმცა წარუმატებლად. 

კონტექსტი 

რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც  26 მაისს მოვალეობის შესრულებას შეუდგა ჩრდილოეთ რეგიონების ქალაქების რამდენიმე მერი - ადგილობრივ არჩევნებში კოსოვოელმა ალბანელებმა გაიმარჯვეს, რამდენადაც სერბებმა ბოიკოტი გამოაცხადეს. 

შედეგად რამდენიმე ქალაქში კოსოვოს სპეცრაზმსა და სერბ დემონსტრატებს შორის ადგილი ჰქონდა შეტაკებებს. სერბეთის პრეზიდენტმა ბოლო 1 წელიწადში მეორედ მოიყვანა არმა საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში, დაიწყო სერბეთის არმიის დანაყოფების გადასროლა გაყოფის ხაზთან კოსოვოსა და მეტოხიაში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვუჩიჩი მოგვიანებით საგანგებო მიმართვას გაავრცელებს. 

 

მსგავსი სიახლეები