კოსტა-რიკაში ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
კოსტა-რიკა მსოფლიოს პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო იქნება.
ქვეყანაში ბავშვებისთვის აცრების რაღაც ნაწილი უკვე სავალდებულოა და ამ სიას COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრაც დაემატა.
ქვეყანამ კომპანია Pfizer-თან შეთანხმება გააფორმა და 2022 წლის მარტიდან 12 წლამდე ბავშვების აცრას დაიწყებს.
ამ კვირაში ამერიკის მარეგულირებელმა სააგენტომ Pfizer-ის ვაქცინით 5-11 წლის ბავშვების აცრას ავტორიზაცია მისცა.
შეთანხმების მიხედვით, კოსტა-რიკა კომპანიისგან ვაქცინის 3.5 მილიონ დოზას მიიღებს. 1.5 მილიონი დოზით 5-11 წლის ახალგაზრდები აიცრებიან, დარჩენილ დოზებს კი ვაქცინის მესამე დოზად გამოიყენებენ.
ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს მოსახლეობის 55% სრულად არის აცრილი.