იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
შაბათს, იაპონიაში კორონავირუსის 50 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა.
11 000 ახალი შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქში, ტოკიოშია.
იაპონიის მოსახლეობის 78% სრულად აცრილია. ქვეყანაში ომიკრონ შტამის გავრცელების გამო ვირუსის ახალი ტალღას ებრძვიან.
იაპონიის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეზღუდვები გამკაცრდა.
ახალი წესებით, ტოკიოსა და სხვა ქალაქებში რესტორნები და ბარები უფრო ადრე დაიხურება და ალკოჰომის გაყიდვა ზოგიერთ საათებში აიკრძალება.
ახალი შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.