ჩინეთი COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად ხსნის საზღვრებს
ჩინეთმა გააუქმა ძირითადი შეზღუდვები, რომეlიც "ნულოვანი COVID-19-ის" პოლიტიკით იყო გათვალისწინებული. ამის შესახებ Reuters 8 იანვარს წერს.
ქვეყანამ გახსნა საზღვაო და სახმელეთო გადასასვლელები ჰონგ კონგთან და გააუქმა კარანტინის მოთხოვნა ჩინეთში შესულებისთვის.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება, ჩინეთის ხელისუფლების "ნულოვანი COVID-ის" პოლიტიკის წინააღმდეგ ართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. შეზღუდვებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ჩინეთის ეკონომიკას.
მოსალოდნელია, რომ ჩინელები კვლავ დაიწყებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა შეშფოთებულია ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების მატებით და მას მოგზაურობაზე შეზღუდვებს უწესებს.