ჩინეთი აცხადებს, რომ დეკემბრიდან COVID-ით 60 000 ადამიანი გარდაიცვალა
ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული თითქმის 60 000 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press 14 იანვარს წერს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ირწმუნება, რომ 8 დეკემბრის შემდეგ, 5503 ადამიანი გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობის გამო, რომელიც გამოწვეული იყო COVID-19-ით, ხოლო 54 435 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა დაავადებების გამო. სააგენტოში აცხადებს, რომ დაღუპულთა საშუალო ასაკი 80 წელი იყო, მათი 90% - 65 წელზე მეტის.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ადამიანები საავადმყოფოებში დაიღუპნენ, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც სახლში გარდაიცვალენ, სტატისტიკაში ვერ მოხვდნენ.
ეს არის პეკინის მიერ გამოქვეყნებული დაღუპულების პირველი სტატისტიკა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დეკემბრის დასაწყისში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები შეამსუბუქა. ამის შემდეგ, ჩინეთმა COVID-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა. დღევანდელ განცხადებამდე, ჩინეთში ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე ათეული სიკვდილის შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საავადმყოფოები და კრემატორიები გადატვირთული იყო.
სააგენტო წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და ზოგიერთმა მთავრობამ პეკინს სტატისტიკის გამოქვეყნება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ასობით მილიონი ადამიანი ყოფილიყო.