ჩინეთში კრემატორიუმები კოვიდით გარდაცვალებების გამო გადატვირთულია

კორონავირუსის ამჟამინდელი გიგანტური ტალღის ფონზე დაღუპულთა მკვეთრი ზრდის გამო, ჩინეთში კრემატორიუმები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადატვირთულია. ამ ინფორმაციას Bloomberg 4 იანვარს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"დიდ ქალაქებში დამკრძალავი ბიუროები სავსეა, ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის." - თქვა გამოცემის წყარომ.

პეკინის ერთ-ერთი დამკრძალავი ბიურო აცხადებს, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 140-150 ცხედრის კრემაცია ხდება, აქამდე ეს მაჩვენებელი 40 იყო. იმავდროულად, ლონგხუას (შენჟენის რეგიონი) ერთ-ერთ კრემატორიუმში განაცხადეს, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 500 ცხედარი იწვება - ეს მაჩვენებელი საშუალოზე ხუთჯერ მეტია.

პეკინსა და შანხაიში კრემატორიუმების მუშები ამბობენ, რომ უახლოესი უფასო კრემაციის ადგილის დაჯავშნა მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის არის შესაძლებელი. ზოგიერთი დამკრძალავი ორგანიზაცია ონლაინ დაჯავშნაზე გადავიდა.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ჩინეთში ცხედრების კრემაციის არალეგალური ბიზნესი განვითარდა. თუ ადრე კრემაცია რამდენიმე ათასი იუანი ღირდა, იანვარში ზოგიერთმა კრემატორიუმმა ათიათასობით იუანის მოთხოვნა დაიწყო. ამრიგად, სამი დღის განმავლობაში კრემაცია 68 000 იუანი ეღირება, ხოლო გარდაცვალების დღეს - 88 000 იუანი.

ჩინეთში კორონავირუსის ინფექციის მკვეთრი ზრდა დეკემბრის დასაწყისიდან არ შეჩერებულა. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ საკარანტინო ზომები შეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტის გამო შეამსუბუქა. ჩინეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა COVID-19-ის ყოველდღიური მონაცემების გამოქვეყნება. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ინფიცირდება.

ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Airfinity-ის შეფასებით, დეკემბრის ბოლოს ჩინეთში, დღეში 9000-მდე ადამიანი იღუპებოდა კოროვირუსით. Airfinity-ის პროგნოზით, სიკვდილიანობის პიკი 23 იანვარს, დღეში დაახლოებით 25 ათასი ადამიანი იქნება, დეკემბრიდან კი კოვიდით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 584 ათასს მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები