ამერიკამ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 400 მილიონი დოზა გადასცა

 

ამერიკამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას 400 მილიონი დოზა კორონავირუსის ვაქცინა გადასცა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააკეთა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ვაქცინები მსოფლიოს 112-მა ქვეყანამ მიიღო.

ამ კვირაში აშშ-მ 3.2 მილიონი დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ბანგლადეშს გადასცა, 4.7 მილიონი დოზა კი პაკისტანს.

ვაქცინების გაზიარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილი COVAX პლატფორმით ხდება.

2021 წლის ივნისში პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამერიკა სხვა ქვეყნებს 500 მილიონ ვაქცინას გადასცემდა.

 

მსგავსი სიახლეები