კრასნოდარის მხარეში რუსეთის არმიის CУ-25 ჩამოვარდა, პილოტი დაიღუპა
კრასნოდარის მხარეში კატასტროფრა განიცადა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების CУ-25-მა. გამანადგურებელი ზღვაში ჩავარდა, პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავიაკატასტროფის ამსახველი კადრები თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ არხებში გავრცელდა. კადრებზე ჩანს, რომ თვითმფრინავი ზღვაში ვარდება, ასევე ჩანს პილოტი, რომელიც პარაშუტით წყლის ზედაპირზე ეშვება.
მოგვიანებით თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. სამხრეთ სამხედრო ოლქის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კატასტროფა საწვრთნელი გაფრენის დროს მოხდა, ხოლო მიზეზი ძრავის გაუმართობაა.
ოპერატიული შტაბის ცნობით, პილოტმა წარმატებით მოასწრობა კატაპულტირება, თუმცა მას ორივე ფეხის მოტეხილობა აქვს. რუსული ტელეგრამ არხებისა და Z-ბლოგერების ცნობით, პილოტი საავადმყოფოს გზაზე დაიღუპა.
რუსული წყაროების ცნობით, თვითმფრინავი ქალაქ ეისკის სანაპირო ზოლთან ახლოს ჩამოვარდა. საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა - გასული წლის ოქტომბერში ქალაქ ეისკში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების CУ-34 მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.