კრემლმა პროპაგანდისტული სააგენტო ТАСС-ის ხელმძღვანელი გაათავისუფლა
რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის გენერალური დირექტორი სერგეი მიხაილოვი თანამდებობიდან 10 წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ТАСС 5 ივლისს წერს.
მიხაილოვის გადაყენების ბრძანებას ხელს რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი აწერს.
მის ადგილზე ანდრეი კონდრაშოვი დაინიშნა, რომელიც ადრე რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო.
ის არის პროპაგანდისტული ფილმების - "პუტინი" და "ყირიმი. გზა სახლში" ავტორი. 2018 წელს ის გახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საარჩევნო შტაბის პრესმდივანი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ის კანადამ და ევროკავშირმა დაასანქცირა.