კრუზი: ბაიდენის პრეზიდენტობა პუტინისთვის საუკეთესოა
ტეხასის სენატორმა ტედ კრუზმა პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის "დაშვებისთვის" გააკრიტიკა და თქვა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა იყო "საუკეთესო რამ", რაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის მოხდა.
Fox News-ის წამყვანმა ბილ ჰამერმა კრუზს ჰკითხა, თვლის თუ არა, რომ თეთრი სახლის მიდგომა უკრაინის საზღვარზე არსებულ კრიზისზე აქამდე მუშაობდა.
"არა, ეს საერთოდ არ მუშაობდა. თუ დააკვირდებით, რა სურთ უკრაინელებს, ისინი ამას ძალიან მკაფიოდ ამბობენ - მათ პირდაპირ სთხოვეს შეერთებულ შტატებს: 'დააწესეთ სანქციები Nord Stream 2-ზე ახლავე, დღეს'. ჯო ბაიდენს შეეძლო ამის გაკეთება დღეს დილით, მაგრამ ის უარს ამბობს ამაზე. ასევე მათ თქვეს, მეორე, მოგვეცით ლეტალური სამხედრო დახმარება, მოგვეცით იარაღი, რომ თავი დავიცვათ", - უპასუხა კრუზმა.
მან ასევე თქვა, რომ სენატში Nord Stream 2-ის წინააღმდეგ განწყობა პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა:
"ჯო ბაიდენი მოვიდა კაპიტოლიუმში და პირადად ლობირებდა, რომ დემოკრატ სენატორებს რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ მიეცათ ხმა. ამიტომაც არსებობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე. ეს უნდა ვთქვა ბილ [გადაცემის წამყვანი], ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვლადიმერ პუტინისთვის, არის საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე მომხდარა. “