კუბაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

კუბაში გამართულ საყოველთაო რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას - ახალი კანონით წყვილებს შვილის აყვანის უფლებაც ეძლევათ. 

ქორწინების ლეგალიზაციას მხარი რეფერენდუმზე მისულთა 67%-მა დაუჭირა, ხოლო საწინააღმდეგო პოზიცია 33%-მა დააფიქსირა. 

რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა მიგელ კანელ-დიაზი, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს უკვე მრავალი წელია ადვოკატირებს. 

"ამიერიდან სიყვარული კანონიერი იქნება, დღეიდან ჩვენ უკეთესი ქვეყანა ვართ",- განაცხადა დიაზმა, რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. 

ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან ერთად მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ქალთა უფლებების გაძლიერებას გულისხმობს. 

კუბა არ არის პირველი ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა, გასულ წლებში მსგავსი გადაწყვეტილება ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმაც მიიღეს. 

2019 წელს ქორწინება ლეგალური გახდა ეკვადორში, ხოლო 2020 წელს იგივე გადაწყვეტილება კოსტა-რიკის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. 

 

მსგავსი სიახლეები