კულება: Caesar-ების ახალი პარტიის გადმოცემაზე საფრანგეთთან პროგრესი გვაქვს

27 სექტემბერს უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და კატრინ კოლონამ განიხილეს კიევისთვის "Caesar"-ების ახალი პარტიის გადაცემაზე ისაუბრეს. ამის შესახებ კულებამ კოლონასთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქზე გავრცელდა.

"ჩვენ ვგრძნობთ საფრანგეთის ყოველდღიურ ეფექტურ მხარდაჭერას. როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ამ მხრივ, დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის ახალი საარტილერიო სისტემების "Caesar"-ის გადაცემის საკითხზე, რომლებმაც უკვე აჩვენეს მაღალი ეფექტურობა ბრძოლის ველზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთობლივი ძალისხმევით ამ კონტრაქტს წარმატებამდე მივიყვანთ და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობას", - განაცხადა კულებამ.

მან დასძინა, რომ საფრანგეთი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების საკითხში, დიდ ყურადღებას აქცევს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას. კულებას თქმით, ამის შესახებ მან კოლონასთანაც ისაუბრა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.

19 ივლისს კატრინ კოლონამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ 12 თვითმავალი ჰაუბიცა "Caesar" მიიღო და კიდევ ექვსი მალე გადაეცემოდა.

მსგავსი სიახლეები