კულება: გეგმა დიპლომატიაა, თუმცა მზად ვართ ვიბრძოლოთ მიწის თითოეული დიუმისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა. დმიტრო კულებამ შეხვედრა გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთანაც.
შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს კულებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.
"ჩვენი ძირითადი გეგმა დიპლომატიაა - გამოვიყენოთ ყველა დიპლომატიური საშუალება ესკალაციის შესაჩერებლად, მაგრამ გვაქს სათადარიგო გეგმაც - ვიბრძოლოთ ჩვენი მიწის თითოეული დიუმისთვის, ყოველ ქალაქში, ყოველ სოფელში, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე",- თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ხარკოვის და მარიუპოლის ევაკუცია არ განიხილება.