კულება: რუსეთი ცდილობს ცივ ომში დამარცხების გამო შური იძიოს

 

უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ 9 იანვარს ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, ხოსე ალბარესთან ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, "მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ საუბარია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე."

"გაზვიადების გარეშე, რუსეთი ცდილობს ცივ ომში საბჭოთა კავშირის დამარცხების გამო შური იძიოს. ამიტომ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის დაცვაზე. ევროპისა და თითოეული ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადალახავს დიდი ევროპული საზოგადოება ამ კრიზისს." - განაცხადა მან.

კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის შესაკავებლად ერთადერთი ეფექტური სტრატეგია ევროპის ერთიანობა, პრინციპულობა და მკაცრი ნაბიჯების გადადგმისთვის მზაობაა.

 

 

მსგავსი სიახლეები