კულება: რუსეთმა უკრაინასთან ომი აირჩია და არა მოლაპარაკება

რუსეთმა ომის გზა აირჩია და არა უკრაინასთან მოლაპარაკების. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 19 მაისს განაცხადა.

"არ ყოფილა ისეთი მომენტი, როცა უბრალოდ ადგნენ და შეწყვიტეს მოლაპარაკება. მოლაპარაკება ასანთის მსგავსი იყო: ჯერ ასანთს აანთებ, ის ძლიერად, ძლიერად იწვის. მერე რაც უფრო იწვის, მით უფრო პატარა ხდება და ბოლოს მხოლოდ დამწვარი ასანთი რჩება, რომელსაც მიწაზე ყრიან და ფეხებით იხეხება. იგივე მოხდა მოლაპარაკების დროსაც", - განაცხადა მან.

კულებას თქმით, სტამბულში გამართული შეხვედრების შემდეგ "აშკარა იყო, რომ რუსეთმა მკვეთრად დაკარგა უკრაინასთან მოლაპარაკების მადა".

"ამის მიზეზები ჯერ კიდევ შესასწავლია, მაგრამ ყოველ კვირას ვხედავთ, რომ არსებობს პირდაპირი კორელაცია: რაც უფრო აგრესიულია რუსეთის ფედერაცია ბრძოლის ველზე, მით უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენენ მოლაპარაკებების მიმართ. შეხედეთ რუკას, უკრაინის ქალაქებს, რომლებიც ბოლო დღეებში რაკეტებით დაბომბეს, დონბასისთვის ბრძოლას, მარიუპოლს, ხერსონში გათხრების მცდელობებს და ნახავთ, რომ რუსეთმა აირჩია ომი და არა მოლაპარაკება. ასე გაქრნენ", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები