კულება: სეპარატისტებთან პირდაპირ დიალოგს არ დავიწყებთ, ეს რუსეთის ინტერესებშია
უკრაინა არ დაიწყებს პირდაპირ დიალოგს ტერორისტულ ორგანიზაციებთან - დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკასთან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ 7 თებერვალს, კიევში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ანალენას ვაცნობე, რომ უკრაინას აქვს თავისი "წითელი ხაზები" და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გადავლახავთ მათ:
პირველი, ჩვენ არ დავთმობთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას;
მეორე, ჩვენ არ შევალთ პირდაპირ დიალოგში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს არ არის გათვალისწინებული მინსკის შეთანხმებებით. ასეთი დიალოგის დამყარების მცდელობა ექსკლუზიურად რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია, რათა თავი დააღწიოს მხარის სტატუსს და თავად გადაიქცევა შუამავლად;
და მესამე, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყოველთვის უკრაინელი ხალხი იქნება საგარეო პოლიტიკის მიმართულებებით გადაწყვეტილებების ერთადერთი წყარო." - განაცხადა კულებამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას ვერავინ უბრძანებს, საით წავიდეს და როგორ წარმართოს საგარეო პოლიტიკა.