კულება: თუ დასავლეთს ამ ომის მოგება არ შეუძლია, მაშინ როგორის შეუძლია?
უკრაინა ინტენსიურად ახორციელებს ინვესტიციებს საკუთარი იარაღის წარმოებაში, რათა ნაკლებად იყოს დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ომის წაგება მთელი მსოფლიოს დამარცხება იქნება.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
კულებას სჯერა, რომ პარტნიორების დახმარებითა და საკუთარი ძალებით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.
"თუ დასავლეთს ამ ომის მოგება არ შეუძლია, მაშინ როგორის შეუძლია?... თუ ჩვენ არ მოვიგეთ ეს ომი, ეს იქნება დიდი მარცხი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის გერმანიისთვის." - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ კიევი მომავალ წელს შეერთებულ შტატებში ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება, ამიტომ ის "მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებს ყველა სახის იარაღის წარმოებაში, მნიშვნელოვნად ზრდის შიდა წარმოებას და ეკონომიკის მილიტარიზაციას."
კულებას თქმით, ბევრი ვერ აფასებს უკრაინის ევროპულ მხარდაჭერას, მაგრამ თავად ევროპა თანდათან ხვდება, რა არის სასწორზე.
"ევროპასა და სხვა ქვეყნებში ჩვენი მეგობრების წყალობით, ვფიქრობ, ჩვენ არ გვეშინია განკითხვის დღის სცენარის," - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც "მტკიცედ სჯერა (უკრაინის - რედ.) და არ ეშინია პუტინის," თუმცა ჯერ კიდევ არ უთქვამს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინა არ უნდა წააგოს.
კულებას თქმით, "დიდი განსხვავებაა მოგებასა და არ წაგებას შორის."