კულება: თუ რუსეთი თავს დაგვეხსმება, გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ
უკრაინა ორიენტირებულია დიპლომატიაზე და თვლის, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ თუ რუსეთი გადაწყვეტს თავდასხმას, ის იბრძოლებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა.
ჟურნალისტმა კულებას ჰკითხა, იმედგაცრუებულია თუ არა იმით, რომ არც ერთი დასავლური ქვეყანა არ არის მზად უკრაინაში თავისი ჯარები გაგზავნოს რუსეთის ფედერაციის შემოჭრის შემთხვევაში. კულებამ უპასუხა, რომ "იმედგაცრუებული არ არის", რადგან "ენდობა უკრაინის არმიას და უკრაინელ ხალხს".
მისი თქმით, უკრაინა "რვა წელია იბრძვის და არასდროს უთხოვია უცხოელი ჯარისკაცების დახმარება".
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის ქმედებები "დიპლომატიაზეა ორიენტირებული."