კულება: უკრაინამ რუსეთს ზაპორიჟიეს აესზე სიტუაციის ესკალაციის გეგმა ჩაუშალა
უკრაინამ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმის რუსულ გეგმებზე მსოფლიოს აცნობა. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ეროვნული ტელემარათონის ეთერში გააკეთა.
ჟურნალისტმა იკითხა, მიიღეს თუ არა რუსებმა სიგნალები დიპლომატიური არხებით, რომ ზაპორიჟიეს აესის აფეთქება მიუღებელია.
"ვფიქრობ, რომ მათ მიიღეს. და არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული მეგობრებისგან და პარტნიორებისგან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ბირთვული ელემენტის გამოყენებას კონფლიქტში. მთავარი რაც გაკეთდა არის ის, რომ უკრაინამ ფარდა ახადა რუსების გეგმას." - თქვა მან.
მინისტრის თქმით, ახლა რუსებს უფრო გაუჭირდებათ ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაციის ესკალაციის გეგმის განხორციელება.
"ვფიქრობ, რაღაც ახალ გეგმას შეიმუშავებენ. არანაკლებ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დაზვერვა ამას მოიპოვებს და მის შესახებ მსოფლიოს ვაცნობებთ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ როდესაც [უკრაინის პრეზიდენტი] გამოდის და ამბობს, რომ ასეთი გეგმის არსებობაზე ცნობილია, ეს გეგმა რეალურად იშლება. ამიტომ, ჩვენ აქ ძალიან დროული რეაგირება მოვახდინეთ," - განაცხადა კულებამ.