კულება: უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები 16 ქვეყნიდან მოდიან
უკრაინაში მოხალისეებად 16 ქვეყნის მოქალაქეები მოდიან, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მსურველთა საერთო რაოდენობამ ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ფეისბუქზე, ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.
"უკრაინული დიპლომატია აგრძელებს მუშაობას გამარჯვებისთვის. დიპლომატიური ფრონტი გადის მსოფლიოს ყველა დედაქალაქში. არის სამი ძირითადი ამოცანა: უკრაინის თავდაცვის სისტემური გაძლიერება, რუსეთის ეკონომიკის განადგურება და მსოფლიოს დეპუტინიზაცია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებას თქმით, უკრაინამ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში 86 სახელმწიფო და 15 საერთაშორისო ორგანიზაცია გააერთიანა.
"უკრაინას იარაღს 19 ქვეყანა აწვდის, ზოგიერთი მათგანი თავის ისტორიაში პირველად აკეთებს ამას, 10 ქვეყანა უწევს მაკროფინანსურ დახმარებას, 22 ქვეყანა - ჰუმანიტარულ დახმარებას, მოხალისეები უკვე მოდიან 16 ქვეყნიდან და მზად არიან უკრაინელ ხალხთან ერთად იბრძოლონ აგრესორის წინააღმდეგ. მათი საერთო რაოდენობა უკვე ათას ადამიანს აჭარბებს და განაცხადები კვლავ შემოდის", - განაცხადა მან.