კულებამ პარტნიორებს მოუწოდა დააჩქარონ უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება
13 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უცხოელ პარტნიორებს მოუწოდა დააჩქარონ უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება.
"უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი შეუძლია და მოიგო მნიშვნელოვანი ბრძოლები კიევისთვის, ჩერნიგოვისთვის, სუმისთვის, ხარკოვისთვის - ყველა პროგნოზის საპირისპიროდ. წარმოიდგინეთ, რა შეუძლია უკრაინას საკმარისი იარაღით. მე მოვუწოდებ პარტნიორებს დაისახონ მკაფიო მიზნად უკრაინის გამარჯვება და დააჩქარონ მძიმე იარაღის მიწოდება", - წერს ის.
9 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა და უკრაინას ყოველდღიურად 100-მდე ჯარისკაცი ეღუპება, 500-მდე კი იჭრება.
13 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გამოაქვეყნა უკრაინის გამარჯვებისთვის საჭირო იარაღის სია: 1000 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 300 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 500 ტანკი, 2000 ჯავშანმანქანა და 1000 დრონი.