კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთ-უკრაინის საზღვრის გარღვევიდან მეორე დღეს რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამის შესახებ კურსკის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი წერს.
სმირნოვმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქის "სასაზღვრო რაიონებში რთული ოპერაციული ვითარებაა."
მთელ რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა "რეგიონში მტრის ძალების შემოჭრის შედეგების ლიკვიდაციისთვის."
6 აგვისტოს, რუსებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა.
ოთხშაბათს რუსმა პროპაგანდისტებმა და ე.წ. "სამხედრო კორესპონდენტებმა" განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან.
ვლადიმერ პუტინმა კი სიტუაციას "პროვოკაცია" უწოდა.
კურსკის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე უკრაინულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.