კვლევა: უკრაინელების 56% თვლის, რომ რუსეთის მიზანი უკრანელი ხალხის განადგურებაა
უკრაინელების 56% მიიჩნევს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მთავარი მიზანი უკრაინელი ხალხის სრული განადგურებაა. ამას შესახებ 15 მარტს, სოციოლოგიური ჯგუფი რეიტინგის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ.
მოქალაქეების 49% ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის მიზანი უკრაინის ოკუპაცია და ანექსიაა.
რესპონდენტებს ასევე მიაჩნიათ, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურდა უკრაინის პოლიტიკური კურსის შეცვლა (17%), ნატოს ბაზების შესაძლო განლაგების აღკვეთა (15%), სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება (10%) და ნატოსთან ომის პროვოცირება (5%).
ამასთან, გამოკითხულთა 2% ფიქრობს, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად შეიჭრნენ.
12-13 მარტს ჩატარებულ კვლევაში 18 წელზე უფროსი 1200 რესპონდენტი მონაწილეობდა.