2022 წელს რუსეთიდან ემიგრირებულთა ნახევარი სამშობლოში დაბრუნდა - კვლევა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ემიგრირებული მოქალაქეთა ნახევარი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდა. 

ამ დასკვნამდე მივიდნენ რუსი სოციოლოგები, რომლებიც იმ ქვეყნების სტატისტიკას აკვირდებიან, სადაც რუსები ომის დაწყების შემდეგ ემიგრირდნენ. 

დემოგრაფ, ალექსეი რაქშას ცნობით, 2022 წელს რუსეთი სულ 750 ათასმა მოქალაქემ დატოვა. 2022 წლის მარტიდან სექტემბრამდე ემიგრირებულ რუსებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 16% სამშობლოში დაბრუნდა. 

გასულ დღეებში აღნიშნულ თემაზე ვრცელი მასალა მოამზადა ბრიტანულმა Financial Times-მა - გაზეთის ცნობით, ემიგრირებული მოქალაქეების უკან დაბრუნების ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად კრემლმა მოახერხა "ნორმალურობის აღქმის შენარჩუნება."

ომის დაწყების სემდეგ რუსი სოციოლოგები საემიგრაციო ტალღის მოცულობას განსხვავებულად აფასებდნენ, თუმცა არცერთი შეფასება არ აღემატებოდა 1 მილიონს. 

დემოგრაფ, იგორ ეფრემოვის თქმით, რუსეთიდან ემიგრირებული და აღარ დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა 500 ათასს არ აღემატება. მისივე თქმით, შესაძლოა რუსეთიდან მოსახლეობის გადინება კვლავ გრძელდება, თუმცა მათი რიცხვი უკან დაბრუნებულთა ნაკადში გაზავდა. 

კონტექსტი 

ემიგრანტების დაბრუნებაზე გასულ თვეებში ბევრს საუბრობდნენ კრემლის მაღალჩინოსნებიც - პრემიერ-მინისტრ, მიხაილ მიშუსტინის თქმით, ქვეყანაში ემიგრირებული IT სპეციალისტების 85% დაბრუნდა. 

მსგავსს ტენდენციაზე საუბროდა რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრი, მაქსუტ შადაევიც - მისი თქმით, დაბრუნდების რიცხვი იმდენად მაღალია, რომ ამ ძალისხმევის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის საჭიროება აღარ არსებობს. 

მსგავსი სიახლეები