კვლევა: ამერიკელების 79% რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს
ამერიკელების 79% რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გაზის გაძვირებას გამოიწვევს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა The Wall Street Journal-ის დაკვეთით ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 13% ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას.
აღსანიშნავია, რომ იმპორტის აკრძალვას დემოკრატების 88% და რესპუბლიკელების 77% ემხრობა.
4-7 მარტს ჩატარებულ კვლევაში 529 ადამიანი მონაწილეობდა.
8 მარტს ჯო ბაიდენმა ამერიკაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.